„ჭკუა არ გაქვთ თავში, თქვენი უტვინობით ასულდგმულებთ ოლიგარქს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთადერთი ნარატივი, რითაც ივანიშვილი 8 წელია სულდგმულობს, არის ის, რომ მე თუ წავაგე, ნაცები მოვლენ და თქვენს ღირსებას შელახავენ. ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი. მისი ყველა გამოსვლის და ყველა წერილის შინაარსი ესაა - სააკაშვილი დაამარცხა და ადამიანები ღირსების შელახვას გადაარჩინა. მეტი სათქმელი ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია. დავანებოთ თავი ღირსების შემლახავი ქმედების მორალურ და სამართლებრივ მხარეს - ჭკუაც არ მოგეკითხებათ მათ, ვინც ადამიანზე ნაგვის დაყრას აპრავებთ და ღირსების მოფრთხილებას აგდებით, “თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას” უწოდებთ. ჭკუა არ გაქვთ თქვენ თავში. თქვენი აგრესიული უტვინობით ასულდგმულებთ ოლიგარქს" - წერს ჩერგოლეიშვილი.