თეგებით ძიება

„არ ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ არავის არ უთქვამს” – “გირჩს” ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე არ დაუძახეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკების პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

განცხადებას ხელს 9 პოლიტიკური სუბიექტი აწერს. ხელმომწერთა შორის არაა პარტია “გირჩი”.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ აღარ ელაპარაკებიან და აღნიშნული შეხვედრისა და განცხადების შესახებაც არავის გაუფრთხილებია.

“ჩვენ, ავტომატურად მოვექეცით ძალიან უცნაურ სიტუაციაში, ჩვენ მანამდე ყველასთან გვქონდა ძალიან ნორმალური, კოლეგიალური ურთიერთობა, ანუ ვლაპარაკობდით. დაახლოებით წინა კვირას, როდესაც კონკრეტულ საკითხზე დავიწყეთ მსჯელობა, ჯერ ბატონი ვაშაძე არ დაგველაპარაკა, მერე “ევროპულმა საქართველომ” განგრენა გვიწოდა და მერე გაუგებრობა მოგვივიდა ნიკა მელიასთან და ეს ყველა საკითხი, ერთი და იგივე თემას უკავშირდება და თუ ამ თემის გადაწყვეტა იპოვეს, კარგია, მაგრამ თუ ვერ იპოვეს, ჩვენ ისევ მარტო დავრჩებით. მე არ ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ, არავის არ უთქვამს. შევუერთდე ვირტუალურად რომც მინდოდეს ამაზე შეერთება? უბრალოდ, აქ არ წერია ის კონტენტი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ანუ რა არის ის სიახლე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან შეიძლება იყოს საინტერესო. ანუ, რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს რაუნდი, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე წინა ოთხი,”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა