თეგებით ძიება

„მინდა ჩემი დიდი სიხარული გაგიზიაროთ!“ - ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი გახდა.

„ჩემო მეგობრებო, მინდა ჩემი დიდი სიხარული გაგიზიაროთ! გავხდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი! ამ მძიმე დროში, ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, რისთვისაც უღრმესი მადლობა თავად უნივერსიტეტს, უნიკალური სადოქტორო პროგრამისთვის, ჩემს მეგობარს და მომავალ ხელმძღვანელს, ირინე ებრალიძეს ჩემი დარწმუნებისთვის, რომ საინტერესო საქმის კეთება ყოველთვის დროულია, საოცარ პროფესიონალებს და კომისიის წევრებს მარინა ადამიას

მარინა ადამიას, ნინო მამრაძეს, ქეთევან შენგელიას და თამაზ გაბისონიას! იმედი მაქვს, მალე შემოქმედებითი სიურპრიზითაც გაგახარებთ!", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა