თეგებით ძიება

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, მუშაობა ჩვეული მეთოდებით განაგრძოთ და უპირატესობა ნაცნობ სამუშაოს მიანიჭოთ. თქვენმა ინიციატივამ შეიძლება უსიამოვნება და კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და წესები დაიცვათ. სასურველია, რომ საღამოს მასაჟზე წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურა ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

კურო

საგულდაგულოდ შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ ძალები დაზოგოთ და არაფერი გამოტოვოთ. თქვენ ამოცანაა, უშუალო მოვალეობები კარგად შეასრულოთ და წესები და შეთანხმებები არ დაარღვიოთ. დამატებითი პასუხისმგებლობის აღებამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.

ტყუპები

დროს ნუ დაკარგავთ საქმეზე, რომელიც არ გამოგდით. ამ დღეს ჯობია, რომ რთული საკითხები გვერდით გადადოთ და ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისკენ გადაიტანოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვან პროექტებზე გამოცდილ კოლეგებთან ერთად იმუშაოთ - მათი მხარდაჭერა და იდეების გაცვლა სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთოთ და სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტოთ.

კირჩხიბი

რთული და სტრესული დღეა. შესაძლოა, რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, ამიტომ ეცადეთ, ნებისყოფა მოიკრიბოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გამორიცხული არ არის, რომ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელსაც ადრე ძალიან უფრთხილდებოდით და გარშემო განვითარებულ მოვლენებზე შეხედულება შეიცვალოთ. ნუ შეიძენთ იმას, რის გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ და ეცადეთ ფული მომჭირნედ ხარჯოთ.

ლომი

რომელიღაც ვალდებულებების გამო შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭდეთ, მაგრამ პრინციულობის გამოვლენა დღეს დაგაზიანებთ. ეცადეთ, მეტი დიპლომატია და თუნდაც ეშმაკობა გამოიჩინოთ და ოპონენტების მოთხოვნებს მოერგოთ. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ.

ქალწული

ახლობელი ადამიანების პრობლემებს საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ და ახლა სრული უფლება გაქვთ, რომ საკუთარ თავზე და საჭიროებებზე იფიქროთ. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საუბრისთვის, საკუთარი გეგმებისა და სურვილებისა გახმოვანებისთვის. ეცადეთ, ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ, მაგრამ უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. გირჩევთ, საკუთარი შიშები თუ გამოცდილება საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.

სასწორი

რთული და პრობლემური დღეა. ბევრი უსიამოვნო საკითხის მოგვარება და რთული დავალების შესრულება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები დაიცვათ. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

მორიელი

მოემზადეთ დაძაბული დღისთვის. სამსახურში მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ოჯახურ ურთიერთობებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - შესაძლოა, შემთხვევით ახლობელი ადამიანი გაანაწყენოთ. გარშემო მყოფების აზრი გაითვალისწინეთ და უხეშობას მოერიდეთ. ხელსაყრელი პერიოდია გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი სიურპრიზი გელით, მაგრამ ყველა სასიამოვნო არ იქნება. კოლეგებთან ურთიერთობისას შეეცადეთ, თავაზიანობა გამოიჩინოთ და სადავო საკითხების განხილვას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოიქმნება კონფლიქტი, რომელსაც დიდხანს ვერ მოაგვარებთ. ენერგიით სავსე ხართ და ამიტომ, კამათის ნაცვლად, შეგიძლიათ სასარგებლო საქმე აკეთოთ. ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით - ზოგი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ რაღაც უჩვეულო გააკეთოთ და მენეჯმენტის წინაშე თავი გამოიჩინოთ. ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები და გაუგებრობა. მაღაზიებში სიარულის დროს ფრთხილად იყავით, რომ ფული ან ძვირფასი ნივთი არ დაკარგოთ.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც დღეს მოისმენთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გირჩევთ ეს ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა წყაროსთან გადაამოწმოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება, ნუ ინერვიულებთ და ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებასა და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თევზები

გახსოვდეთ, რომ ურთიერთობის დროს თანამოსაუბრის პირადი საზღვრები არ უნდა დაარღვიოთ და მის აზრს პატივი უნდა სცეთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ან დისკუსიები სხვა დღისთვის გადადეთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველა დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა