თეგებით ძიება

სალომე სამადაშვილი - თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ ადგილობრივ არჩევნებსაც არ ექნება აზრი, ოპოზიციას შეუძლია, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებსაც

თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ ადგილობრივ არჩევნებსაც არ ექნება აზრი, ოპოზიციას შეუძლია, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებსაც, - ამის შესახებ
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა "პირველი არხის" გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მთელი ოპოზიციის სახელით ვერ ვისაუბრებ, მე გეთანხმებით იმაში, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ შესაბამისად ადგილობრივ არჩევნებსაც არ ექნება აზრი. თუ არაფერი შეიცვალა, დარჩა ეს ადმინისტრაცია, მაშინ იგივე სერბეთის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ოპოზიციას შეუძლია, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებსაც, არჩევნებშიც არ მიიღოს მონაწილეობა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა