თეგებით ძიება

თქვენ არ ზეიმობდით, ბატონებო, კოვიდი დავამარცხეთო? - ნატო დუმბაძე ეპიდემიოლოგებს აკრიტიკებს

პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას არ ერიდება და სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის ერთ-ერთ ფრაზას ეხმიანება, სადაც ცნობილი ინფექციონისტი ამბობს: „ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ – ყველა შეზღუდვის მოხსნას, ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება მოჰყვება“.

როგორც ნატო დუმბაძე წერს, თუკი მას მხედველობაში აქვს ბათუმური კონცერტები, იქ დიდი ოდენობით ერთმანეთის ახლობელი ადამიანები იმყოფებოდნენ და აქამდე კოვიდი არავის გადაუტანია.

„თუ აგვისტოში ბათუმის კონცერტებზე არის საუბარი, იმ კონცერტზე 90% ნაცნობები და მეგობრები იმყოფებოდნენ, დღემდე ჯვარი სწერიათ არავის კოვიდი არ გადაუტანია, კოვიდაფეთქება კი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრიდან დაიწყო! გამყრელიძე არჩევნებს და ხელისუფლებას აბრალებს, ფაქტობრივად, ცერცვაძეც სახელმწიფოს გაიძახის და ზაფხულს! თქვენ არ ზეიმობდით, ბატონებო, დავამარცხეთო? რა პრინციპულობაზე საუბრობენ ნეტა? დაიწყო გადაბრალება?

ყველაფერი რომ არ უნდა გაიხსნას, ჩვენც გვესმის!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა