თეგებით ძიება

"აზერბაიჯანმა გარეჯის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო" - ნიკოლოზ მჟავანაძე

უფლებადამცველი, ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"აზერბაიჯანელმა ოკუპანტებმა „ქეშიქჩიდაღის“ ასე უწოდებენ ისინი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემები იუწყებიან და ქვეყნის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმოწმებენ.

სანამ ჩვენი პროკურატურა გარეჯის საქმეს გამოიძიებს, სანამ გარეჯიდან მოლაპარაკებებზე ოკუპანტების გასვლის საკითხი დადგება. ალიევი ჩიჩხიტურში თავისი ვერტმფრენით ჩავა და იტყვის გილოცავთ გარეჯი ჩვენიაო.

ზერბაიჯანის ხელისუფლება ყოველდღიურად ამტკიცებს რომ ის არის ურდო რომელიც იპყრობს მის გვერდით მყოფ ქრისტიანულ ქვეყანას.

ძირს ალიევის სისხლიანი რეჟიმი. გარეჯი საქართველოა და როგორც ყველა დამპყრობელი ალიევიც სწორედ აქ მოიმტვრევს კისერს", - წერს მჟავანაძე ფეისბუქზე.

[flash=425,264]

აზერბაიჯანელმა ოკუპანტებმა „ქეშიქჩიდაღის“ ასე უწოდებენ ისინი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს თანამედროვე ...Posted by Nikoloz Mzhavanadze on ოთხშაბათი, 27 იანვარი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა