თეგებით ძიება

იგი მოჭიდავე და სხვადასხვა ტურნირების წარმატებული მონაწილე იყო - ვინ არის ყვარელში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი

ყვარლელში, სოფელ შილდაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბიჭი, 16 წლის ვალერი ერკოშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერკოშვილი მოჭიდავე და სხვადასხვა ტურნირების წარმატებული მონაწილე იყო.

ძიუდოს კლუბ ” შილდას” სახელით, ახალგაზრდა საჭიდაო ტურნირებზე საპრიზო ადგილებსაც იკავებდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

ვალერი ერკოშვილს, მსუბუქი ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა.

ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მძღოლი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა