თეგებით ძიება

მამა გრიგოლი შვილის მკვლელის დასჯას არ ითხოვს - “ჩემი სალომე დაიბადა იმისთვის, რომ გარდაცვლილიყო”

გასული წლის 3 ნოემბერს, სოფელ ვაზისუბანში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. ​მოპედზე მსხდომ გოგონებს სოფელ ვაზისუბნის მაგისტრალზე მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მოპედის 2 მგზავრიდან ერთი, სალომე მთვარელიშვილი ადგილზე დაიღუპა.

ავტომანქანას, რომელიც მოპედს შეეჯახა, პოლიციის თანამშრომელი მართავდა.

მოგვიანებით, სასამართლომ რობერტ მანუჩარაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სალომეს მამა, ჩუმლაყის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ მთვარელიშვილიშვილის სიკვდილში ბრალდებული პოლიციელის დაკავება არ მოუთხოვია.

“არც მომითხოვია ვინმეს დაკავება. ყველა ადამიანები ვართ, პოლიციელები ადამიანები არ არიან? მე არც ის ვიცი, ის პოლიციელი ფხიზელი იყო თუ არა, ყველას ვთხოვე, რომ ეს ამბავი ჩემთან არ მოეტანა. ჩემი სალომე დაიბადა იმისათვის, რომ გარდაცვლილიყო, არავის დასჯას არ ვითხოვ“,- ამბობს გარდაცვლილი გოგოს მამა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა