თეგებით ძიება

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 14 წელი გავიდა

14 წელი სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობიდან. 2006 წლის 27 იანვარს შარდენ ბარში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, 28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი ოქროყანის სასაფლაოსთან მეგობრებმა იპოვეს. მას სხეულზე წამების კვალი ეტყობოდა.

სასტიკი დანაშაული გასცდა ერთი ოჯახის ტრაგედიას და სამართლის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

მაშინდელმა სასამართლომ ფაქტზე კონსტიტუციური დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლა და საქმე დახურულად გამოაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი სასამართლომ დამანაშავედ ცნო ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა