თეგებით ძიება

ჩვილი მკვდარი დაიბადა - მშობიარე ქალის ახლობლები მედპერსონალს ადანაშაულებენ

ხმაური გორის სამშობიაროში - კლინიკაში მშობიარე 28 წლის ქალის ახლობლები არიან შეკრებილი და კლინიკის პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, რის გამოც მათი აზრით, ჩვილი მკვდარი დაიბადა. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

ახალგაზრდა ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ორსულობა მთელი 9 თვის განმავლობაში ნორმალურად მიმდინარეობდა და მშობიარეს კარგი ანალიზის პასუხები ჰქონდა. ისინი ფიქრობენ, რომ კლინიკაში მშობიარობის დროს ექიმების უყურადღებობა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

მომხდარზე კლინიკა "იავნანა" წერილობით კომენტარს ავრცელებს:

"დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები," - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა