თეგებით ძიება

ანასტასიას მამა შვილისთვის შეგროვილი თანხის ნაწილით სხვა ბავშვს დაეხმარა

გუშინ ტელემაყურებელმა პატარა ანასტასიას მიმართ უდიდესი თანადგომა გამოიჩინა და მის ანგარიშზე 110 ათასი ლარი მოგროვდა. ანასტასია ახლა თუქეთში მკურნალობს. მას ძვლის ტვინი გადაუნერგეს. დონორი გოგონას მამაა.

ანასტასიას მამა, გიორგი ამბობს, რომ ბავშვმა უამრავი ქიმია, ურთულესი დღეები გადაიტანა და პატარა გოგონამ ძვლის ტვინი 99%-ით შეითვისა.

ცოტა ხნის წინ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქში" დაწერა, რომ ანასტასიას მამამ სთხოვა, მისთვის მხოლოდ 100 ათასი ჩაერიცხა, დანარჩენი ფულით სხვა ბავშვს დახმარებოდა.

,,გუშინდელი გადაცემის გმირის, ანასტასიას მამის მესიჯი: ,,100 ათასის გადმორიცხვა გააკეთეთ და დანარჩენი თუ ახლაც ჩარიცხვები მიდის, ყველა ნატალის მოხმარდეს”.

ნატალი სხვა ბავშვია, რომელიც ასევე რიგში დგას და ასევე სიმსივნეს ებრძვის. ანგარიშზე 110 ათასი ლარია”, – დაწერა ტელეჟურნალისტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა