თეგებით ძიება

როგორ შეიცველება 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის წესები - განმარტება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, პირველი თებერვლიდან როცა ქვეყანაში რეგულარული ფრენები აღდგება ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით წესები შემსუბუქდება.

"პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატირუი PCR ტესტით და ძველებურად 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თივითიზოლაციის ნაცვლად მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფალი არიან თვითიზოლაციისგან.

ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ შემოსვლისას ნეგატიური PCR ტესტი 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება", - თქვა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მოქმედი რეგულაციით, საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდიოდა ან უარყოფითი PCR ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიოდა, ან თუ არ ჰქონდა PCR ტესტი - 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა