თეგებით ძიება

"თავის მართლებას არ დავიწყებ..." - მღვდლის პირველი კომენტარი ნათლობის ვიდეოზე

"დღეს გავრცელდა ჩემს მიერ ზაფხულში აღსრულებული ნათლობის ვიდეო, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს ერსა და ბერში... პირველ რიგში მინდა შენდობა ვთხოვო ყველას ვინცა დაბრკოლდა აღნიშნულით. თავის მართლებას არ დავიწყებ არავისთან, სადაც შენდობა სათქმელია: ყოველთვის, ყველგან და ყველას ვთხოვ შენდობას! უბრალოდ მინდოდა, რომ ბავშვზე სამი პეშვი წყალი არ დამესხა თავზე, და მშობლების და ნათლიების მოთხოვნით! გადავწყვიტე სრული შთაფლვით (რაც ყველაზე გამართლებული ტრადიციაა ეკლესიაში) მომენათლა მხევალი ღვთისა ნინო.

ამოჭრილ ვიდეოში ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს (თუმცა მიზანი ერთია: ბავშვის მონათვლა!). ქვემოთ დადებულ ვიდეოში და სურათებში, რომელიც ნათლობის დროს და შემდეგ არის გადაღებული, კარგად ჩანს ის სითბო და სიყვარული, რომელიც დღესაც არის ჩემსა და პატარა ნინის შორის.

შეგვეწიოს უფალი იესო ქრისტე და გაგვაძლიეროს ჭეშმარიტებაში! ,,რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს ქრისტე შეგვიმოსიეს"", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.

[flash=425,264]

დღეს გავრცელდა ჩემს მიერ ზაფხულში აღსრულებული ნათლობის ვიდეო, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს ერსა და...Posted by მღვდელი დავით მექვაბიშვილი on შაბათი, 06 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა