თეგებით ძიება

"აუცილებლად შეგვატყობინეთ..." - "სირცხვილია" "დაუმორჩილებლობის" აქციის მონაწილეებს მიმართავს

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს - აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადება 2020 წლის 9 ნოემბრის დაუმორჩილებლობის დღეს:
“მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება.”

შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000 ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც არღვევს შეკრება-მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა