თეგებით ძიება

"ჩემი ძმა განადგურდა, ვეღარ მოძრაობს და მაინც ციხეში ყავთ გამოკეტილი" - თორნიკე მამალაძე დეკანოზზე

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ოთხი წელი შესრულდა იმ საზარელი მომენტიდან, როდესაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საპატრიარქოს თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა საპყრობილეში ჩააგდო. ამ მზაკვრობის განხორციელება ივანიშვილმა მაშინ სუსის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს დაავალა. ნაძირალა და ბოროტმოქმედი გოგაშვილი თვეების განმავლობაში გეგმავდა პროვოკაციებს და ამავროულად კონსულტაციებს შორენა თეთრუაშვილთან გადიოდა. ჩემი ძმა განადგურდა, ვეღარ მოძრაობს და მაინც ციხეში ყავთ გამოკეტილი. არავინაა გამკითხავი, ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს. სამართალი მოკვდა საქართველოში! ჩვემი ძმის ტანჯვა წყევლად ექცევა ყველას, ვინც მის გაუბედურებაში მიიღო მონაწილეობა", - წერს თორნიკე მამალაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა