"იცით რატომ სცემეს იმ ბიძებმა?" - თამარ ჩერგოლეიშვილი 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე
"ტაბულას" რედაქტორი და დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"აი ეს არის ჯოჯოხეთი და ამ ჯოჯოხეთს უნდა ვებრძოლოთ ქალებიც და კაცებიც!
იცით რატომ სცემეს იმ ბიძებმა? საკუთარი მახინჯი “ღირსება” დაიცვეს ასე! ანუ “სახე”, რაც მათ დრომოჭმული და მახინჯი ფასეულობებით მოწამლულმა საზოგადოებამ მიანიჭა.
დასაჭერები არიან ბიძები", - წერს ფეისბუქზე ჩერგოლეიშვილი.