თეგებით ძიება

"14 წლის ასაკში ნებაყოფლობითი სექსი არ არსებობს! ა რ ა!" - ანიტა რაჭველიშვილი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

14 წლის ასაკში ნებაყოფლობითი სექსი არ არსებობს! ა რ ა!, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას.

"23 წლის ზრდასრული მამაკაცი თუ სექსუალურ კავშირს დაამყარებს 14 წლის გოგონასთან ეს ძ ა ლ ა დ ო ბ ა ა!!!! გაიგეთ და შეიგნეთ ხალხო რომ მაგ ასაკში არც ერთი გოგო არ არის საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი და მანიპულაციის და ძალადობის ბევრი ფორმა არსებობს! თუ სიყვარულს აუხსნით და დაოჯახებას შეპირდებით სექსის გამო ეგეც მანიპულაცია და ძალადობაა! გული მერევა უკვე იმათზე ვინც ამ სიტუაციაში საერთოდ ნებაყოფლობით სექსზე საუბრობს და გოგოს ბიოლოგიურ სიმწიფეზე!

14 წლის ასაკში ნებაყოფლობითი სექსი არ არსებობს! ა რ ა! ცივილიზებულ ქვეყნებში მაგაზე ციხეა და არ აქვს მნიშვნელობა “სიყვარული” იყო თუ რომანტიული თავგადასავალი! მითუმეტეს ამ შემთხვევაში გოგომ გამაცხადა პოლიციაში და ამხილა მოძალადე,მერე კი უვარგისი საზოგადოების,ოჯახის და პოლიციის უმაქნისობის გამო თავი მოიკლა! ჩვენ რას ვაკეთებთ?
რაღაც მარაზმს განვიხილავთ! მთავრობა რას აკეთებს? როგორც ყოველთვის არაფერს!", - წერს მომღერალი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა