"ხომ ძაან ლამაზია და მე ხომ არ ვარ უმიზეზოდ გაბრუებული?" - რა ფოტოს აქვეყნებს გურამ შეროზია
ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დღეს შოკი მქონდა, მივდივარ ჩემთვის მზის ჩასვლას რომ მივუსწრო და უცებ პლაჟზე დაქალთან ერთად დგას ეს საოცრება, მორცხვად და კდემით.
აი, ორ წამში თავში სრული დომხალი დამიტრიალდა და ვერაფრით მივხვდი, როგორ დავკონტაქტებოდი. მერე უცებ სულელი ბავშვივით, მეთქი ჩემს საყვარელ მსახიობს ჰგავხარ და ფოტოს გადავიღებ გეხხხხვეწებითქო. (აი რომ ეკითხა რომელსო მანდ მენძრეოდა) გადაღებისას ისე შემომიცუცქდა ყელთან, რომ ლამის ოხვრა აღმომხდა
მერე, მეთქი ისეთი სასწაული ფოტოა, ჩაგიგდებ შენც და ინსტა მომეთქო. აწი უკვე აღარ ვიცი, შეხვედრამდე როგორ მოვიტყუო, ისე რომ ბანალურ დეითს და წამო ყავა დავლიოთ "პაემანს" არ ჰგავდეს. ხომ ძაან ლამაზია და მე ხომ არ ვარ უმიზეზოდ გაბრუებული? (Xmerto naxos es fotoc da momweros iqneb - ase imitom vwer, rom ar targmnos, ar gegonot heiteri lamziras suli chamisaxlda)", - წერს შეროზია ფეისბუქზე.
ფოტო, რომელსაც შეროზია აქვეყნებს: