თეგებით ძიება

"ჩემი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ... მადლობა" - რას წერს გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში "ჯრჯიან მანგანეზის"ახალ იდეას ეხმაურება:

"რამხელა პასუხისმგებლობაა თაობების წინაშე "ჯორჯიან მანგანეზის" მხრიდან - კომპანიამ გადაწყვიტა, საკუთარი ისტორიული შენობა ახალი თაობების განათლებასა და კულტურას მოახმაროს და მაღალი დონის ახალგაზრდული ცენტრი ჩამოაყალიბა.

პირადად მე, მინდა, ვუთხრა "ჯრჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს, რომ ამ ცენტრის განვითარებაში ჩემი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. აქვე მათ მასლობას ვუხდი განათლებასა და კულტურაში შეტანილი ამ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.

ჩვენ გვჭირდება განათლებული და კულტყრული თაობები უკეთესი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, იდეებისთვის, მომავლისთვის", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა