ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი - გიგი უგულავა
ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
"ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს ვის მხარესაა გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის", წერს უგულავა ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.