თეგებით ძიება
14. 02. 2021 მსოფლიო

ეიფელის კოშკს გადაღებავენ, სამუშაოები $60 მილიონი დაჯდება

საფრანგეთის სავიზიტო ბარათს, პარიზის მთავარ ღირშესანიშნაობას, ეიფელის კოშკს ოქროსფრად გადაღებავენ.

კოშკის თავიდან შესაღებად დაახლოებით 60 ტონა საღებავი დაიხარჯება.

ეიფელის კოშკის რესტავრაცია, 2024 წლისთვის დაგეგმილ ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისს უკავშირდება.​ სარემონტო სამუშაოები $60 მილიონი დაჯდება.

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. კოშკი1889 წელს ააგეს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტრუქტურის ტიტულს 1930 წლამდე ინარჩუნებდა. კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა