თეგებით ძიება

"არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა...გაივსო ქვეყანა საშოვარზე გადაკარგული დედების გაუბედურებული ბავშვებით" - თამარ ივერი

ქართველი მომღერლის, თამარ ივერის განცხადებით, არასრულწლოვანთა დედებს უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა კანონით უნდა ეკრძალებოდეთ. მომღერალი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი:

18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!
წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!!

გაივსო ქვეყანა....საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!!
ისინი შემდგომ ან ოჯახური,ან გოგონები ვინმე მამაკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან,ან ცუდ წრეში ვარდებიან:ნარკომანდებიან,აზარტულ თამაშებს ეძალებიან,სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ხშირად ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან უარეს შემთხვევაში,მიტოვებულნი, მარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!!

არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად! ბოლობოლო უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18 წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000ლარიანი დახმარება და პრიორიტეტული დასაქმება!!! პარლამენტარებო! მოიკელით გეთაყვა ისედაც გაბერილი ხელფასები და პრემიები და იზრუნეთ ჯანსაღი თაობის აღზრდაზე მათ მშობლებთან ერთად! მორჩა!", - წერს თამარ ივევრი ფეისბუქზე.

[flash=425,264]

❗❗საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი: 18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში...Posted by Tamar Iveri on კვირა, 14 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა