თეგებით ძიება

რატომ ითვლება გული სიყვარულის სიმბოლოდ? - რას წერს კარდიოლოგი

კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ვალენტინობასთან და სიყვარულის სიმბოლო - გულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დღეს, 14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშავს. შეყვარებულები ერთმანეთს გულის ფორმის სიმბოლოებს ჩუქნიან. რატომ ითვლება გული სიყვარულის სიმბოლოდ? - ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გული სიყვარულის მთავარი მეტაფორაა. გული, მართლაც, განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც დღედაღამ შეუსვენებლად მუშაობს და ადამიანის სიცოცხლეს უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები გამოქვაბულში გაკეთებულ თავიანთ პრიმიტიულ ნახატებში გულს, დაახლოებით, ისეთივე ფორმით გამოსახავდნენ, როგორიც დღეს გვაქვს - ე.წ. ბანქოს გული.

მოგვიანებით, ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ასურეთსა და ძველი ცივილიზაციის სხვა ქვეყნებში გულს მაგიური მნიშვნელობა მიეცა. ძველ ეგვპიტელთა წარმოდგენით ადამიანის ცოდვები ასე განისაზღვრებოდა: ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ღმერთი ანუბისი სასწორის ერთ პინაზე გულს სდება, მეორეზე - ბუმბულს. თუ გული ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდებოდა, ადამიანი უცოდველად ითვლებოდა და სჯეროდათ, რომ ის სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ მარადიულად გააგრძელებდა. სხვა შემთხვევაში კი ის საზარელი ურჩულის მსხვერპლი გახდებოდა.

ზოგიერთ ტომში კი მიღებული იყო გულის, როგორც ყველაზე ძღვენის ღმერთებისთვის შეწირვა.
თუ რატომ გახდა გული სიყვარულის სიმბოლო, ამაზე მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსია მცენარე სუროს ფოთოლთანაა დაკავშირებული, რომელსაც გულის ფორმა აქვს. ძველ საბერძნეთში ის ვაზის სიმბოლოდ გამოიყენებოდა და ღმერთ დიონისეს უკაშირდებოდა, როგორც ღვინისა და ბახუსის ღმერთს. ამასთან, სუროს ფოთლები ნაყოფიერებისა და ერთგულების სიმბოლოდაც ითვლებოდა. ამიტომაც, ახლადდაქორწინებულებს საქორწინო რიტუალის დროს ხშირად სუროს ფოთლებით ამკობდნენ.

არსებობს მოსაზრება, რომ ანტიკურ საბერძნეთში, სადაც სხეულის სიშიშვლის სკულპტურული გამოსახულების კულტი არსებობდა, გულის ფორმას ქალის თეძოებისა და საჯდომის სიმბოლოდ წარმოიდგენდნენ.

ძველ ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცეებული იყო მცენარე სილფია, რომლის ნაყოფი მონეტაზეც კი იყო გამოსახული და მას თანამედროვე ბანქოს გულის ფორმა ჰქონდა. მცენარე საკმაოდ ძვირად ფასობდა, რადგან ის გამოიყენებოდა შხამის, გველის ნაკბენის საწინაღმდეგოდ, მრავალი დაავადების სამკურნალოდ და ასევე, ქალბატონები სილფიას ნაყოფს არასასურველი ფეხმძიმობის საწინააღმდეგო საშუალებადაც იყენებდნენ.

შემდეგი ვერსია დაკავშირებულია საკრავ ლირასთან, რომელსაც ამობრუნებული გულის ფორმა აქვს. ლეგენდის მიხედვით, ლირა ორფეოსისა და ევრიდიკეს სიყვარულის სიმბოლოა.
არსებობს ასეთი ვერსიაც: გედი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ ითვლება, რადგან სიკვდილამდე პარტნიორის ერთგულია. ორი ყელმოღერებული და ნისკარტმიდებული გედის კისერს შორის არსებული სივრცე გულის ფორმას წარმოქმნის.

რაც შეეხება ბანქოს გულს, ის ეგვიპტელი მამლუქების მიერ მოგონილ თამაშს უკავშიდრება. ამ თამაშს მოგვიანებით ფრანგებმა მოდერნიზაცია გაუკეთეს და თანამედროვე ბანქოს ოთხი „მასტი“ შემოიღეს, რომლიდანაც ერთ-ერთი გულია და დღეს გულის სიმბლოს სწორედ ასეთი ფორმით ვიცნობთ, თუმცა ეს გულის ანატომიურ ფორმს არ ემთხვევა და ის, უბრალოდ, გულის სიმბოლური გამოსახულებაა.

სხვათა შორის, ქართულ ენაში გულთან დაკავშირებული ბევრი დადებითი და უარყოფითი კონტექსტის სიტყვა გვაქვს. მაგალითად, გულითადი, გუწრფელი, გუგლრილი, გაგულისებული, გულმოსული, დიდგულა, გულადი, გულმხურვალე. საქმისადმი კეთილსინდისერი დამოკიდებულების გამოსახატად იყენებენ, ვთქვათ, ასეთ ფრაზას: „საქმეს გულით უნდა მოეკიდო“.

ინგლისურ ენაში რაიმეს ზეპირად დასწავლა, დამახსოვრება გამოიხატება ფრაზით - „by heart“, რაც ქართულად შეიძლება, ასე ვთარგმნოთ: „გულით მიდგომა“, „გულიანად დასწავლა“.

რაც შეეხება გულის სიმბოლოს კავშირს სიტყვასთან „მიყვარხარ“, პირველად ნიუ იორკში გამოჩნდა ასეთი რეკლმა - „I ❤ NY“. ეს კრეატივი მოგვიანებით მთელმა მსოფლიომ აიტაცა და დღეს ზმნა „მიყვარხარ“ სწორედ გულის სიმბოლოთი გამოიხატება!

სიყვარული ისეთივე ძლიერი გრძნობაა, როგორც მაგალითად, შიმშილი ან წყურვილი, ოღონდ უფრო ხანგრძლივი და უკონტროლო!

რაც შეეხება სიყვარულის სამედიცინო ახსნას, ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა „ბედნიერების ჰორმონებს“ ენიჭება. ესენია სეროტონინი, ენდორფინი, ოქსიცოტინი, დოფამინი. ეს ნივთიერებები, დაახლოებით, ისეთ დამოკიდებულებას იწვევენ, როგორსაც ნარკოტიკი. ამ დროს შეყვარებული ადამიანის „კრიტიკული შეფასების“ არეალი ვიწროვდება, ის საყვარელი ადამიანის უარყოფით თვისებებზე თვალს ხუჭავს, მეტად ყვება გრძნობებს, გარკვეული ეიფორია ეუფლება, ტვინს ნაკლებად „ეკითხება“ და ძირითადად გულს „ენდობა“, რომელიც საყვარელი ადამიანის დანახვას ან მასზე ფიქრს გარკვეულად „პასუხობს“ - მაგალითად, გულისცემის მომატებით და გულის სასიამოვნო „ფრიალით“. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა გული სიყვარულის სიმბოლოდ მიჩნეული!", - წერს კარდიოლოგი ფეისბუქზე.

[flash=425,264]

❤️ დღეს, 14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშავს. შეყვარებულები ერთმანეთს გულის ფორმის სიმბოლოებს ჩუქნიან....Posted by კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე on კვირა, 14 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა