თეგებით ძიება
14. 02. 2021 მსოფლიო

გვინეაში ებოლას ეპიდემიამ იფეთქა

გვინეის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 2016 წლის შემდეგ ებოლას ეპიდემიამ პირველად იფეთქა.

უწყებამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ებოლას ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ხელისუფლების რეკომენდაციით, იმ პირებს, რომლებსაც დაავადების სიმპტომები აღენიშნებათ იზოლაციაში გადაიყვანენ. გარდა ამისა, გაიხსნება ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მოსახლეობის აცრას უზრუნველყოფს.

ებოლას დაავადებით გარდაცვალების შემთხვევა გვინეაში 2016 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიას, რომელიც გვინეადან გავრცელდა, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ებოლაზე ვაქცინაცია გვინეაში 2015 წლიდან დაიწყო, რისი საშუალებითაც აფრიკამ პანდემია დაამარცხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა