თეგებით ძიება
15. 02. 2021 მსოფლიო

ისრაელში Pfizer-ით აცრილებში კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევები 94%-ით შემცირდა

ისრაელის ჯანდაცვის პროვაიდერის (Clalit) მონაცემებით, კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევები 94%-ით შემცირდა იმ 600 000 ადამიანს შორის, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

ჯანდაცვის პროვაიდერი ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქეების იმავე ჯგუფში დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი 92%-ით ნაკლები იყო.

კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს ორი ერთი და იგივე ზომის ჯგუფი მსგავსი სამედიცინო ისტორიით, სადაც ერთ-ერთ ჯგუფს ვაქცინა არ მიუღია, ხოლო მეორე ორივე დოზით აიცრა.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია მეორე დოზის მიღებიდან ორი ან მეტი კვირის გასვლის შემდეგაც“, - აღნიშნა Clalit-ის წარმომადგენელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა