"ეს რა “სამარცხვინო ამბავი მოვისმინე და ვნახე" - თაკო ჩარკვიანი
ა ბატონო, კომუნისტი ( ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთში ნაომარი) გავრილოვი ქართულ ოცნებას მადლობას უხდის და უწონებს ნიკა მელიას წინააღმდეგ “ სადამსჯელო პროცესს”, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს რა “სამარცხვინო ამბავი მოვისმინე და ვნახე - ა ბატონო, კომუნისტი ( ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთში ნაომარი) გავრილოვი ქართულ ოცნებას მადლობას უხდის და უწონებს ნიკა მელიას წინააღმდეგ “ სადამსჯელო პროცესს”!!!აი სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი!!!!!!!
ჰოდა ,ყველა ვინც ხელს მოაწერს “მელიას დაჭერას”, რომელიც ხალხთან ერთად კომუნისტი გავრილოვის “ჩასმას პარლამენტში” აპროტესტებდა , ამ აქტის მომხრე ყველა პარლამენტარი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედია, ნუ მათ თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე ამ შემთხვევაში,ამ დროს არ ვსაუბრობთ ცხადია, რადგან, რაც არ არსებობს იმაზე ვერ ვისაუბრებთ !!!!!!!!", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.