თეგებით ძიება

"კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზარელი დანაშაულები არა "უკანონოდ", არამედ "კანონის შესაბამსად" იქნა ჩადენილი" - კახა ლომაია ნიკა მელიაზე

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზარელი დანაშაულები არა "უკანონოდ", არამედ "კანონის შესაბამსად" იქნა ჩადენილი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, კახა ლომაია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ნიკა მელიას მართალი სამართალი
როდესაც ნიკა მელიასთვის ერთი და იგივე ბრალდებით მეორე (!) გირაოს დაწესების და, შესაბამისად, მისი დაპატიმრების გასამართლებლად ქოცები "კანონმორჩილებაზე", "კანონის უზენაესობაზე" ან "კანონის წინაშე თანასწორობაზე" გელაპარაკებიან, დაფიქრდით. დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საზარელი დანაშაულები არა "უკანონოდ", არამედ "კანონის შესაბამსად" იქნა ჩადენილი. გერმანიაში მილიონობით ებრაელის განადგურებას საფუძველი 1935 წელში მიღებულმა ორმა კანონმა ჩაუყარა, რომელთაგან ერთერთს "კანონი გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის შესახებ" ერქვა. საბჭოთა კავშირში მილიონობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის, ასიათასობით ქართველის, წამება, გადასახლება და დახვრეტა განხორციელდა არა "უკანონოდ", არამედ 1926 წელში მიღებული რსფსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის "შესაბამისად", რომლითაც ჯერ "კონტრრევოლუციური" და შემდგომ "ანტისაბჭოთა საქმიანობა" იდევნებოდა. ქოცების მიერ მიღებული, ან აღსრულებული კანონები, ან უსამართლოა, ან უსამართლოდ სრულდება. ქართული სამართლის ძეგლებში გვხვდება "მართალი სამართლის" ცნება. ის სწორ, მართებულ, ჭეშმარიტ სამართალს აღწერს და, როგორც ასეთი, "ავი", "უსამართლო", "გამრუდებული სამართლის" ცნებას უპირისპირდება. რუსთაველი გვასწავლის "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად".
ქოცური ავი სამართალი ჩვენი დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის ხეს ახმობს.
მართალი სამართალი ნიკა მელიას მხარესაა", - წერს კახა ლომაია ფეისბიქზე.

გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა