თეგებით ძიება

აი, ასე სასტიკად და ასეთივეა ჩემი სიტყვებიც, ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"სირცხვილი გვაჭამაო და ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს - აი, ასე სასტიკად და ასეთივეა ჩემი სიტყვებიც - უხეში და ულამაზი.

საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს - "გააპუტიურეს და გამოისყიდაო".

იმ გოგონას კიდევ, გზები სულ მოჭრილი ჰქონდა - ან ძალადობა ხვდებოდა გზის ბოლოს ან გულგრილობა. რა გზაც იცოდა, ყველგან ეს დასასრული ეგულებოდა. სხვა გზა კიდევ ჩვენ ვერ დავაგეთ და თვითონ სად მოგვძებნიდა? ვერსად.

ამასწინ დავწერე: "გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხახა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინის თანატოლები ავლენ. ნინი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო." და მერე დავფიქრდი - მე რა ვიცი ნინის რომელიმე თანატოლის დარდის? ან შენ რა იცი? არაფერი. ვერაფერი.

ნინისთვის ბრძოლა, გარდა აქ და ახლა სამართლის აღსრულებისა - უფრო დიდი და მთავარი ბრძოლა - ამ გზის დაგება იქნება - ყველა მოსწავლესთან, სკოლასთან, სოფელთან მიმყვანი გზის - ერთმანეთთან ლაპარაკს რომ გვასწავლის. რომ სხვა ნინი, ელენე, ნათია, გვანცა - გადავარჩინოთ. და ის, რომ ხან ასეთი სიტყვები პათეტიკად გვეჩვენება, გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს ყოველდღიურ რუტინად არ ვაქცევთ", - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა