თეგებით ძიება
16. 02. 2021 მსოფლიო

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა მისცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის დისტრიბუცია მთელს მსოფლიოში მოხდება და ის „კოვაქსის“ პროგრამაშიც მოხვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ვაქცინის წარმოებას დახვეწა სჭირდებოდა, რომ მისი ფართოდ გავრცელება მომხდარიყო.

„ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა, იმისთვის რომ ვაქცინის სწრაფი დისტრიბუცია მოხდეს“, – განაცხადა გებრეიესუსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა