თეგებით ძიება
16. 02. 2021 მსოფლიო

კაპიტოლიუმზე შტურმს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს

ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე შტურმს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, 6 იანვრის მოვლენების შესასწავლად კონგრესი დამოუკიდებელ კომისიას შექმნის.

ნენსი პელოსის განმარტებით, კომისია 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მსგავსი იქნება და ის ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ფაქტებსა და მიზეზებს გამოიძიებს.

დამოუკიდებელი კომისიის შექმნას დემოკრატების გარდა მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა