“რისი ღირსიც ხარ, იმედია არ დაგაკლდება, სადაც იქნები....” – ნინი ბადურაშვილი
მომღერალი ნინი ბადურაშვილი აღაშფოთა და გაბრაზებას ვერ მალავს 14 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილი ბაბუის განცხადებაზე , რომელმაც თქვა , რომ ”თავი იმიტო მოიკლა გაუპატიურებული იყო და თავის დანაშაული გამოისყიდა!"
"ასეთი მრუდე აზროვნების ადამიანები როდემდე უნდა არსებობდნენ ჩვენს გვერდით? 14 წლის ბავშვს,საკუთარ შვილისშვილს თავი მოაკვლევინა ამ ბნელმა და კიდევ აქეთ ამბობს რომ დანაშაული გამოისყიდა მისი სიკვდილით! რისი ღირსიც ხარ, იმედია არ დაგაკლდება, სადაც იქნები!”.- წერს ნინი ბადურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა გუშინ, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.