თეგებით ძიება

არც გაბედოთ ჩემზე თავდასხმა, როგორც ჟურნალისტი, ვამბობ, რომ მელაძის შოუ არის მაღალი კლასის საგამოძიებო ჟურნალისტიკა - რას წერს ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი

ჟურ­ნა­ლის­ტი ნე­ლი­კო ვარ­დი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სადაც საზოგადოების იმ ნაწილის აღშფოთებას ეხმაურება, ვინც ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გადაცემამ გააღიზიანა:

"ჩემზე თავდასხმა არც გაბედოთ, უბრალოდ, გაიაზრეთ და საკუთარ გულში ჩაიხედეთ, სიმართლეს ამბობთ თუ უბრალოდ, ვიღაცას უქონავთ ან გევასებათ და ამიტომ ცუდს არ ამბობთ თუ რა ვიცი, როგორცაა.

მე მაგალითად ძააალიან მომწონს ნოდარ მელაძის შოუ და როგორც ჟურნალისტმა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მაღალი კლასის საგამოძიებო ჟურნალისტიკა. მეც სიამოვნებით გავაკეთებდი ასეთ გადაცემებს და იქნებ, მოვიდეს დრო, რომ მოვამზადო მსგავსი გადაცემები კიდეც. მჯერა, რომ ეს დრო დადგება... მგონია, რომ ასეთი გადაცემები არ არის ვინმეზე თავდასხმა, ჩაშვება, სიცრუე, რადგან საქართველოში, ვერ იტყვი, რომ მსგავსი არაფერი ხდება და "ზემოთ" არავინ იკადრებს ბიუჯეტის ხვრას. მით უფრო როცა დოკუმენტებიც აქვს ჟურნალისტს და რას ვერ იჯერებთ, ვერ ვხვდები. და თუ ასეა, არ მესმის, რატომ გინდათ, რომ იჯდეთ ბნელეთში და არაფერი გესმოდეთ? რატომ ებრძვით კრიტიკულ მედიას, რომელიც, მგონი უკვე ერთადერთი "ტორმუზია" ქართველი მაფიოზებისთვის?

ხშირად ვიხსენებ ერთ ამბავს, რომელიც 2009 წლის აქციების დროს გადამხდა. ე.წ. საკნების ქალაქი პოლიციამ დაარბია და უკანასკნელ მოჰიკან აქციის მონაწილეებს ფეხქვეშ გამოაცალა საკნები. მათ წაცუნცულებას კი პოლიციაში აპირებდნენ, იქ რომ არ ვყოფილიყავით რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც ამ ადამიანებს გადავეფარეთ და არ დავანებეთ მათი დაპატიმრება. ე.წ. მათი ლიდერი ოპოზიცია კი ამ დროს ბუჩქებს ეფარებოდა და იქ არ მოსულა. სამაგიეროდ მოვიდნენ ფილარმონიასთან, კაი ხნის მერე და დაიწყეს სიტყვების ბრახაბრუხი. უფროს გრეჩიხასთან მივედი და ვკითხე, თუ ასე შესტკიოდა გული ამ ადამიანებზე, რატომ ჩაუგდო ხელში ძალოვნებს? გაბრაზდა ... ჩემზე :))) კითხვა არ მოეწონა, გაბლატავებულს. თუმცა მთავარი სხვა რამეა. ჩვენს საუბარს უსმენდა ერთი ქალბატონი, რომელიც შეწუხებული მომიბრუნდა და მთხოვა: შვილო, ვიცით, რომ სიმართლეს ამბობ, მაგრამ არ გვინდა, ჯობს როგორც ვიცით, ისე ვიცოდეთო. ენა ჩამივარდა... მე მათკენ და ისინი-ეშმაკებისკენ.

ახლაც ასე ვარ. ვის იცავთ? რას იცავთ?, რატომ იცავთ, როცა არ იცით? გარეგნობით აფასებთ ჩინოვნიკებს, ტკბილმოუბარი ენით თუ სინდისს ხედავთ მათ მინავლულ თვალ-წარბზე? გინდა მითხრათ, რომ არ იკადრებდნენ? კაი, ახლა, არ გინდათ ეს რიჟა ბაზარი.

მე ვიცი ერთი რამ, საქართველოში კრიტიკული მედია რომ არ იყოს, იქნებოდა ძირძველი კომუნიზმი, უარესი ბნელეთი, სრული გაუმჭვირვალობა და თქვენ იქნებოდით უარეს დღეში. ასე, რომ კი არ ებრძოლოთ და არ დაიცვათ მამაძაღლები და აფერისტები, მოითხოვეთ მედიისგან, იყოს ობიექტური, კრიტიკული, მართალი. რატომ არ გიჩნდებათ კითხვა, როცა სასამართლო ხელისუფლებას ჯიბეში უზის, მელაძის ,,დაბულინგებული" ჩინოვნიკები რატომ არ ჩივიან იქ და მერე, რატომ არ იმარჯვებენ? რატომ, ჰაა? რატომ კიდიათ?

ბევრი კრიტიკული მედია საქართველოს! - აი, რას უნდა ოცნებობდეთ", - წერს ვარდიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა