ირაკლი ლატარია ნიკა მელიაზე: კიდევაც უნდა დაიჭიროთ, კიდევაც უნდა გადაიხადოს თუ გადასახდელია და ფეხებსაც ვერავის მოჭამენ
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"კიდევაც უნდა დაიჭიროთ, კიდევაც უნდა გადაიხადოს თუ გადასახდელია და ფეხებსაც ვერავის მოჭამენ!!!
წარმოგიდგენიათ რას ბედავენ? უკანონობას რატომ არ ჩადიხართო აქით გვიქნევენ თითს!!!
ფეხები ვერავის მოჭამოთ - უდიდესი წერტილი!!!
პს: არ მინდა მე ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც მელია და მისნაირი კრიმინალები არიან ხელშეუხებელნი. მე, ევროპული, დამოუკიდებელი, სამართლიანი სახელმწიფო მინდა და აუცილებლად მექნება", - წერს ირაკლი ლატარია.