თეგებით ძიება

არ და ვერ გამოვა შენგან გმირი, მშიშარა ხარ შენ, მელია! - თამთა მეგრელიშვილი

იურისტი თამთა მეგრელიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიართავს:

"მშიშარა ხარ შენ, მელია! არ და ვერ გამოვა შენგან გმირი!

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბოლო სვლაა მოატყუოს ქართველი ხალხი, რომ თითქოს ნიკა მელია არის ახალი თაობის ლიდერი პროგრესული აზროვნებითა და სწორი ხედვით.

მაგრამ ფაქტები აშკარად საპირისპიროზე მეტყველებს - ვუყურებთ "კარგად შეფუთულ პოლიტბაზარზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ახალ პროდუქტს" დასწავლილი მანერებითა და ცინიკური დამოკიდებულებით, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეო მისიის შესასრულებლად ემზადება.

იმ ქვეყნის საკეთილდღეოდ დებს თავს, რომლის სახელმწიფოებრიობას არ ცნობს და პარლამენტში შესაჭრელად პირველი გაიქაჩა, ახალგაზრდები სპეცრაზმს შეატოვა და ბუჩქებს ამოფარებული გმინავდა.

იმ ქვეყნის, რომლის კანონმდებლობის მოთხოვნებიც "ფეხებზე ჰკიდია", იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებს, მათ შორის ქალებსაც, სიამაყით მოისროლა სამაჯური და კანონისადმი მისი ამგვარი დამოკიდებულება საჯაროდ დააფიქსირა.

არ გამოვა შენგან გმირი, ამ ქვეყანას ნამდვილი გმირები ჰყოლია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამაგრებას, ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს.

ალბათ, ისევ ახალგაზრდებს აიფარებს", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა