„Carefour აი, 5ჯერ უნდა დაგთაგოთ დღეში“ - ვიკა ბუკია
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“აშლილობის ზღვარზე ვარ. კარფურში გამოვიწერე პროდუქტები. და მერე რაც მოხდა გაგაკვირვებთ.
დამირეკეს 5-ჯერ! არ ვიტყუები. ანუ: ვერ მიხვდნენ რომ ერთიანად ეთქვათ, ერთ ზარში, რა არ აქვთ და როგორი აქვთ. არ ჩერდებოდნენ და მირეკავენ ყოველ 5 წუთში. შევიშალე.
მეუბნებოდნენ რომ შავი პური არის ლიტვური, რომ კომბოსტო არის მხოლოდ კილო, რომ მდნარი ყველი არის სხვანაირი და ფხვნილი სხვა ბრენდისაა და აშ. მეოთხედ როცა დარეკეს, უბრალოდ მხეცმა გაიღვიძა ჩემში.
ვეუბნები მენეჯერს, რომ არ შეიძლება ადამიანს ასე ურეკოთ, ძალადობაა ჩვეულებრივი; არც დრო მაქვს და არც ნერვები. ამდენი დრო რომ მქონდეს ხომ წავშავდებოდი ჩემი ფეხით. ერთიანად უნდა აკრიფოთ პროდუქტი და რაც არ გაქვთ ბოლოს მითხრათ მეთქი, როგორც სხვა თქვენი კონკურენტები აკეთებენ- მეთქი.
პასუხი: “აა, ანუ პროდუქტი თუ არ გვაქვს, გოგონა, არ დაგირეკოთ?”
აი, ეს დასკვნა გამოიტანა. მერე ავუხსენი, რომ უნდა დამირეკოთ ერთხელ, ერთხელ, ერთხელ (ბევრჯერ ვთქვი). და არა 20ჯერ.
მგონია რომ შევთანხმდით და გადის რამდენიმე წუთი და მირეკავს ისევ იგივე ნომერი: სარეცხი ფხვნილს ვერნელის არომატი აქვს და ჩავდოთო…
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ქაქანი რომ დავიწყე “გოგონა, არ გვაქვს ამის მოსმენის დრო. მარტო ის გვითხარით ახლა ჩავდოთ თუ არა”.
დრო არ აქვთ ჩემი მოსმენის Carefour აი, 5ჯერ უნდა დაგთაგოთ დღეში.”