თეგებით ძიება

სუზანა ვიეირამ ქართველ ჟურნალისტს დაბადების დღე სიმღერით მიულოცა (ვიდეო)

ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი,სუზანა ვიეირა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ელენე მარგალიტაშვილს დაბადების დღეს მშობლიურ ენაზე ნამღერი სიმღერით ულოცავს.

ჟურნალისტს ეს საჩუქარი კოლეგამ, კინოს რუბრიკის წამყვანმა, ბექა მაისურაძემ გაუკეთა.

"აი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ შეიძლება მივულოცო დაბადების დღე ჩემ სუპერგმირ მეგობარს, ელენეს. მილიონი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ ყველა უფასურია იმასთან შედარებით, რასაც ელენე წარმოადგენს ჩემთვის. საკმარის სიტყვებს მე ვერ ვპოულობ, მაგრამ აი, მოვახერხე და სუზანა ვიეირას მოვალოცინე შენთვის დაბადების დღე, თანაც სიმღერით
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, მადლობაა. მადლობა იმისთვის, რომ ჩემ ცხოვრებაში ხარ ჩემო პატრონუსო!
მიყვარხარ", - წერს ბექა მაისურაძე ფეისბუქზე.

თავის მხრივ ვიდეომიმართვაში სუზანა ვიეირა ამბობს: "ძვირფასო ელენე, როგორ ხარ, ვიცი რომ დღეს დაბადების დღე გაქვს, ისიც ვიცი, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარი ხარ. მინდა ბრაზილიური სიმღერით მოგილოცო დაბადების დღე. გილოცავ ბრაზილიიდან, რიოდან, გკოცნი და გეხვევი ვირტუალურად, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს საქართველოშიც შევხვდეთ".

[flash=425,264]

აი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ შეიძლება მივულოცო დაბადების დღე ჩემ სუპერგმირ მეგობარს, ელენეს. მილიონი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ ყველა უფასურია იმასთან შედარებით, რასაც ელენე წარმოადგენს ჩემთვის. საკმარის სიტყვებს მე ვერ ვპოულობ, მაგრამ აი, მოვახერხე და სუზანა ვიეირას მოვალოცინე შენთვის დაბადების დღე, თანაც სიმღერით ❤️ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, მადლობაა. მადლობა იმისთვის, რომ ჩემ ცხოვრებაში ხარ ჩემო პატრონუსო! ❤️ მიყვარხარ ✨❤️ Always! ⚡️Posted by Beka Maisuradze on შაბათი, 13 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა