თეგებით ძიება

"ქვეყანას ჭირდება „გადატვირთვა“ და ეს უალტერნატივოდ არის ვადამდელი არჩევნები" - მამუკა ხაზარაძე

"ლელო საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნიკა მელიასთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "ქართულ ოცნებას" ისედაც მწვავე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა ჩიხში შეყავს. მმართველ ძალას პროცესი ისევ უკიდურესი პოლარიზაციისკენ მიჰყავს.

საქართველო ამდენ რყევას ვეღარ გაუძლებს და ნგრევაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესები მალე შეუქცევადი გახდება.

თქვენ, "ქართულ ოცნებას", გინდათ ძალაუფლების სრული კონტროლი, მაგრამ არ გინდათ პასუხისმგებლობის აღება.
ჯერ კიდევ შეგიძლიათ, რომ ეს აბსურდი შეაჩეროთ, შეწყვიტოთ პოლიტიკური ანგარიშსწორება და პროცესი დიალოგის რეჟიმში დააბრუნოთ. ქვეყანას ჭირდება „გადატვირთვა“ და ეს უალტერნატივოდ არის ვადამდელი არჩევნები!" - წერს ფეისბუქზე მამუკა ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა