თეგებით ძიება

"შეღონდა ქალი... მოსამართლე ტყუილად ზის პროცესზე "- ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მოსამართლე ოფიციალურად და დემონსტრაციულად ტყუილად ზის პროცესზე. სახეზე აწერია და ასხივებს, რომ გადაწყვეტილება უკვე დაწერილია და მისი წაკითხვა ეჩქარება. შეღონდა ამ ყველაფრის სმენით ქალი", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში "ნაცმოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა