"ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა, მალე" - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება:
"წამით ეჭვი არ შემპარვია და ამაზე ცხადი არაფერი იყო, ჩემი აზრით.
ახლა გაგრძელება:
ან ვერ იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს პატიმრობის აღსრულებას, ჩამოშლილია და გაიქცევა
ან იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია და უნდა გაიქცეს.
მოკლედ, ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა. მალე", - წერს გვარამია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.