თეგებით ძიება

"წავედით რეპრესიებისა და სამოქალაქო ომის გაკვალულ ბილიკზე" - დავით დარჩიაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით დარჩიაშვილი მელიას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"წავედით რეპრესიებისა და სამოქალაქო ომის გაკვალულ ბილიკზე. ვნახოთ, ჯებირს გახეთქვისაგან კიდევ რამე თუ შეაფერხებს", - წერს დარჩიაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, მელიასთვის პატიმრობის შეფარდების აღსრულება შესაბამისი ორგანოს მიერ, მაქსიმალურად გონივრულ ვადაში მოხდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა