ორსულად დარჩა ადამიანისგან, რომელიც მისი ძმა აღმოჩნდა, ახლა ჩემი დაქალი ერთ-ერთ ფსიქიატრიულში მკურნალობს - გაშვილებული და-ძმის სულისშემძვრელი ისტორია
სოციალურ ქსელში "ფეისბუქი" არსებობს ჯგუფი – "ვეძებ“, სადაც გაშვილებული ადამიანების ან გამშვილებელი მშობლების მიერ დაწერილ საოცარ, ტკივილაინ და სევდიან ამბებს წაიკითხავთ, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.
ჯგუფის ერთ-ერთი ადმინი სულისშემძვრელ ისტორიას აქვეყნებს და წერს, თუ რატომ უნდა მოძებნოს ადამიანმა თავისი ნამდვილი წარმომავლობა:
"‼წაიკითხეთ ‼
მინდა დავწერო ერთი ისტორია შეიძლება აქ ბევრისთვის ცნობილიც იყოს მაგრამ მინდა გითხრათ ამ ისტორიით რატომ არის აუცილებელი რომ თითოეულმა გაშვილებულმა ადამიანმა იცოდეს მისი წარსული!
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარმა გააშვილა 11 შვილი! ყველაზე უფროსი ამათგან 45 წლისაა დღეს!ყველა ცალ ცალკე გაშვილდა მაგრამ ერთმა რუსმა ოჯახმა 2 ბიჭი იშვილა 5 წლიანი სხვაობით!
გოგონა რომელზეც მინდა მოგიყვეთ ახლა 21 წლისაა, იშვილა არაჩვეულებრივმა ოჯახმა, გაზარდეს და აღზარდეს საოცრად კეთილი, პატიოსანი და უბოროტო ადამიანად! გოგონამ პატარაობიდანვე გაიგო რომ აყვანილი იყო და გადაწყვიტა და-ძმების მოძებნა, ბევრმა უარი თქვა მასზე, მაგრამ განსაკუთრებულად იმ ძმებმა თქვეს უარი მასზე ვინც რუსეთში გააშვილეს!
19 წლის გოგო სასწავლებლიდან 3 თვიანი შემოთავაზებით წავიდა გერმანიაში ერთ-ერთ საავადმყოფოში! იქ გაიცნო 27 წლის ბიჭი 1 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს ბიჭი საქართველოშიც ჩამოვიდა, ბიზმესმენია, დღემდე რუსეთში წარმატებული კარიერა აქვს, გოგოს 1 წლის თვაზე მოკიდა ხელი და წაიყვანა თავისთან საცხოვრებლად, ფეხმძიმედ რომ დარჩა გოგო, უთხრა ამ ბიჭს, მოუყვა მისი ისტორია როგორ გააშვილეს, როგორ ეძებდა და როგორ თქვეს მასზე უარი და აბორტზე უარი უთხრა ამ ბიჭს აუცილებლად უნდა გავაჩინო და სათანადო დედობა გავუწიოო, შენ თუ უარს მეტყვი ავდგები წავალ და დაგვივიწყეო, ბიჭმა იმ წუთას მიხვდა, რომ ეს გოგო ის მისი და იყო რომელმაც საქრთველოდან წერილი გაიგზავნა შუამავლების საშუალებით და ამათმა უარი შემოუთვალეს. როგორ და რანაირად მოხდა ის, რომ გოგოს ძმა ნანახი არ ყავდა ფოტოზე მაინც ვერ გეტყვით მაგრამ ჩემი დაქალს გადახდა ეს ყველაფერი, ახლა ჩემი დაქალი ერთ-ერთ ფსიქიატრიულში მკურნალობს უკვე მეორე წელია.
ხალხო ყველამ კარგად გამოიძიეთ თქვენი წარსული აუცილებელია!
დავამატებ, გოგონამ გაიკეთა აბორტი", - წერს ია ყველაშვილი.