თეგებით ძიება

არავის გაეკაროს არსებული ოპოზიციიდან, ეძებოს პოლიტიკურად სუფთა ხალხი - შაკო კუჭაშვილი გიორგი გახარიას რჩევას აძლევს

"ქართული ოცნების" მხარდაჭერი, სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი გიორგი გახარიას სამომავლოდ რჩევას აძლევს:

"კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ასეთი ვარიანტს განვიხილავდი შემდეგისთვის:

გახარია საზელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია, იშვიათი პროფესიონალიზმითა და წარმოუდგენლად დიდი უნარებით საჯარო მმართველობაში. აცნობიერებს რა, მის რეიტინგს, ალბათ როგორც კარგ პილიტიკოსს, აქვს ამბიცია შემდეგშიც იყოს პოლიტიკურ პროცესში.

წარმოიდგინეთ სურათი, ტარდება არჩევნები, რომელშიც მონაწილეობს გახარია, როგორც კონსტრუქციული, დაბალანსებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" როგორც მმართველი პარტია, რომელმაც ქვეყნის სტაბილური განვითარების მაგალითი გვაჩვენა მმართველობის წლებში.

იდეალური იქნებოდა შემდგომი კოალიცია ამ ორ ძალას შორის, ორივე ევროპული, ორივე სამშობლოსა და სახელმწიფოს იდეალების ერთგული.

მე ვინ მეკითხება, მაგრამ ესეთ რჩევას მივცემდი გახარიას: არსებული ოპოზიციიდან არავის გაეკაროს, არ ითანამშრომლოს მტრულ ძალებთან და სამეცნიერო წრეებში ეძებოს პოლიტიკურად ახალი, შესაბამისად, სუფთა ხალხი", - წერს კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა