თეგებით ძიება

"მაღლივში" სტუდენტებს სიცივე და შიმშილი აწუხებთ"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტებს სიცივე და შიმშილი აწუხებთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტებს სიცივე და შიმშილი აწუხებთ.
ისინი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის გარემონტებას ითხოვენ.
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა შენობაში არსებული ტემპერატურაა.
მათი თქმით, მართალია, გათბობა ჩართულია, მაგრამ შენობაში ეს არ იგრნობა.
შენობის გარემონტება სითბოს შენარჩუნებასა და აუდიტორიების გათბობას შეუწყობს ხელს.
სტუდენტები ასევე ითხოვენ სტუდენტურ კაფეტერიას, სადაც შეეძლებათ, დალიონ ჩაი ან ყავა. მათი თქმით, შენობაში მხოლოდ სწრაფი კვების რამდენიმე აპარატია, რომელთაგანაც ზოგი არც მუშაობს და თუ მუშაობს, პროდუქტის ყიდვა დასწრებაზეა.

ქვედა ფოტოზე უკრაინის ქალაქი პრიპიატია. 1986 წლის 26 აპრილს ამ ქალაქის მახლობლად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. ატმოსფეროში გამოიფრქვა მავნე და სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები, ამიტომ პრიპიატიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, ეს შენობა კი უკვე 30 წელზე მეტია მიტოვებულია...", - ნათქვამია ფეისბუქგვერდის ინფორმაციაში.

[flash=425,264]

❗️თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტებს სიცივე და შიმშილი აწუხებთ. ❗️ისინი უნივერსიტეტის...Posted by ჩემი ქალაქი მკლავს on პარასკევი, 19 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა