თეგებით ძიება

"გახარიას გადადგომა იმითაცაა საინტერესო, რომ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გახარიას გადადგომა იმითაცაა საინტერესო, რომ უჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს პროტესტს, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ამ პროტესტში, სიმტკიცეს და მოთმინებას.
საპროტესტო მოძრაობის ყველაზე დიდი მტერი ნიჰილიზმია.

გახარია არათუ არ გადადგა 20 ივნისის პროტესტის შედეგად, არამედ დააწინაურეს.
ამით, ყველას არა, მაგრამ ბევრს მოჰგვარეს უიმედობის და უძალობის განცდა. შეიძლება ზოგიერთმა, ცოტა ხნით, ხელებიც კი ჩამოყარა.

ბიძინას ამოცანაც ეს იყო, როცა პრემიერად აწინაურებდა.

მაგრამ იმ სპეცოპერაციის გამო პროტესტი რომ არ ყოფილიყო და გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარიყო, ძალიან დიდი ალბათობით, გახარია არც დღეს გადადგებოდა - ამ სპეცოპერაციის ასარიდებლად.
იფიქრებდა, რომ შერჩება.

ამიტომ აქვს პროტესტს აზრი და მოთმინებას - ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმ მომენტში რომც არ იმუშაოს, მომავალში ინვესტიციაა.

უბრალოდ, იმის გამო, რომ ბევრი რამ “გუშინ გვინდა”, თუ მყისიერი შედეგი არ დგება, უიმედობის დათესვა იოლია და უიმედობა, საპროტესტო მოძრაობის ყველაზე დიდი მტერია - ეს მოწინააღმდეგემაც კარგად იცის და პროპაგანდაც ამაზე მუშაობს", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა