"ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად" - ლაშა ნაცვლიშვილი
ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი წერს.
"დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!", - წერს ნაცვლიშვილი ფეისბუქზე.