„გული მაქვს გაგლეჯილი!“ – ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის თბილისში ჩამოსვენებას ეხმაურება.~
„დღეს თბილისში დაეშვება თვითმფრინავი თელავივიდან და გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ უნდა დავხვდე ჩემო ზურა შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს.
მეგონა ვიცოდი, მაგრამ შენ მასწავლე რა არის ნამდვილი ძმაკაცობა, შენ მასწავლე რა არის მოყვასის სიყვარული, შენ მასწავლე როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა აფასებდე შენს ქალაქს და რა არის გერქვას თბილისელი, როგორ უნდა მიუძღვნა შენი თავის სხვას, როცა მას სჭირდები, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი და კიდევ ბევრი, სხვა ბევრი რამე.