თეგებით ძიება

გააკონტროლეთ ანიმაციური ფილმების შინაარსი მშობლებო, მოაშორეთ ეს მულტფილმები ტელესივრცეებს - ჯაბა ლურსმანაშვილი

გარდაბნის რაიონის საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯაბა ლურსმანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გააკონტროლეთ ანიმაციური ფილმების შინაარსი მშობლებო!!!!

ეს კადრი გუშინ გადავიღე ჩემს ოჯახში და ნერვიულობისგან კინაღამ გულმა დამარტყა!!!

ჩვენი შვილები იზრდებიან ასეთ რეალობაში!!! მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვუყურებთ ქართულ ანიმაციურ ფილმებს, ასეც ხდება ხოლმე, რომ ბავშვები "ბასტი-ბუბუს\'\' არხს სტუმრობენ და აი რას შევესწარი სრულიად შემთხვევით!!!

მულტფილმში კაცს თითებზე მანიკურები უსვია!!! ეს გახლავთ თვალსაჩინო მაგალითი გეი პროპაგანდისა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს შვილებს აიძულებენ, ნორმად მიაჩნდეთ მანიკურიანი, კალგოტკიანი და სქესშეცვლილი ადამიანები!!!! ეს არის შეფარული და მზაკვრული გეგმა მომავალი თაობების დეგრადირებისათვის!!! მოაშორეთ ეს მულტფილმები ტელესივრცეებს!!!", - წერს ჯაბა ლურსმანაშვილი სოციალურ ქსელში.

გააკონტროლეთ ანიმაციური ფილმების შინაარსი მშობლებო, მოაშორეთ ეს მულტფილმები ტელესივრცეებს - ჯაბა ლურსმანაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა