თეგებით ძიება
20. 09. 2024 ვიდეო

რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში მდებარე იმ კორპუსიდან, სადაც 18 სექტემბერს, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს, ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ კესარია აბრამიძე 18:49–ზე 2 წუთით სახლიდან გამოვიდა და დაბრუნდა.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, კესარიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი საცხოვრებელ კორპუსთან 18:53 წუთზე მიდის ტაქსით; ადის კიბეზე და მაღაზიაში შედის, შემდგომ უკვე  კორპუსის ლიფტთან – მას ხელში უჭირავს პარკი, რომელშიც სავარაუდოდ რამდენიმე ბოთლი აწყვია; ხოლო როცა კიბეზე უკან ჩარბის, უკვე 19:10 წუთია.

ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა