არ მჭირდება მე ისეთი ევროპა და ამერიკა, კანონის აღსრულებაზე რომ სახეს იხოკავს, არ დაიხიო ხელისუფლებავ - ნინო ლაბარტყავა
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება:
"ძალიან დიდი ბოდიში, მარა არც ისეთი ამერიკა და ევროპა მინდა, რომელიც ჩემს ქვეყანაში კანონის აღსრულებას სამწუხაროდ მიიჩნევს და უკან დახევად, ევროინტეგრაციის გზაზე!
ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი გუბერნია და მონები ვიქნებით - ამერიკის, ევროპის თუ რუსეთის!
მონობა არის მონობა!
და ყველა ჩვენმა უცხოელმა ე.წ. მეგობარმა თავის ქვეყანას მიხედოს და შეეშვან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას!
დამოუკიდებელი საქართველო ვართო, რომ ვყვირით დიდის ამბით, ხოდა, ვიყოთ!
თავად გადავწყვიტოთ, ჩვენს სახლში გარდერობი და სკამი სად დავდგათ, მეზობელმა კი არ უნდა მოგვიწყოს სახლი თავის გემოზე!
კიდე ვამბობ - არ მჭირდება მე ისეთი ევროპა და ამერიკა, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ შეშფოთებით და უი-უის ძახილით რომ შემოფარგლება და ამავდროულად, ჩემს ქვეყანაში კრიმინალური პარტიის კრიმინალ ლიდერს რომ იჭერ და კანონს აღასრულებ, ამაზე სახეს იხოკავს და ამას ქვეყნის უკან დახევად აფასებს!
რუსეთს რაც უნდოდა ახლა საქართველოში დატრიალებულიყო ნაცების ხელით და საქციელით, ვერ გამოუვიდა და ამ პროცესში აშშ და ევროპა რომ კიდე აქეთ ადანაშაულებს ჩვენს ქვეყანას და სამართალს, რატო იჭერთ დამნაშავესო, გავარტყი ასეთ მეგობრობას და მხარდაჭერას!
ხელისუფლებავ, არ დაიხიო უკან, არ მოექცე იმ უცხოური ზეწოლის ქვეშ, რასაც ახლა ვისმენთ განცხადებების სახით!
აღშფოთებულები ყოფილან თურმე, როგორ გაბედა პოლიციამ და დამნაშავე დააკავა!
საკუთარ ქვეყნებს მიხედეთ და საკუთარ პოლიციას!
ეგ "აღშფოთება" კიდე ქაღალდზე გადაიტანეთ წერილობით და უკან გაიკეთეთ დემოკრატიულ ტრაკში!", - წერს ლაბარტყავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.
პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა.